ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო დედაქალაქის მერი.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობაა გათვალისწინებული, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავებაც იგეგმება.
სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.
ვახუშტის ხიდის ავარიულობის ხარისხი 2015 წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა.