სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში ისტორიული მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იცვლება სკოლის შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა ეზო და სპორტული ინფრასტრუქტურა. განახლებული სკოლა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. ასევე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლას. ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, პროექტს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს.