გლდანს მომავალი წლიდან ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება. პატარა ტბის გარშემო სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ტბის გარშემო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, ველო და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.