სარეაბილიტაციო სამუშაოები

რეაბილიტირებული დარეჯანის სასახლე ტურისტების მიღებას აგვისტოდან შეძლებს.

ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დასრულება ზაფხულში იგეგმება. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება დარეჯანის სასახლის აივანი, შეიცვლება სახურავი, გარემონტდება შიდა ინფრასტრუქტურა და მოწესრიგდება ეკლესიის ეზო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო. პროექტის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.