სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ავარიულ ხიდსაც. სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოფელში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს.

დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.