ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო რომის ქუჩა №4-ში.
სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება თითქმის მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.