თბილისში მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება.
პროექტის მიხედვით, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება. პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.