სარეაბილიტაციო პროგრამა

„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“ პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარეაბილიტაციო პროგრამები წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი და ჯანდაცვის და ეკონომიკის უწყების წარმომადგენლები.

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივაა, რომ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად.