გაჭიანურებული სარეაბილიტაციო პროექტები კახეთში.
ისტორიულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქ თელავში ერთადერთი პარკი „ნადიკვარი“ მესამე წელია არ ფუნქციონირებს და წლევანდელი ზაფხულის განმავლობაშიც დაკეტილი იქნება. ამდენივე ხანია იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების დიდი ნაწილი დაუსრულებელია. თელაველები ასევე წუხან სასმელი წყლის სისტემის დაუსრულებელი რეაბილიტაციის გამო. პროექტი შარშან უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქალაქის ცენტრალური და საუბნო ქუჩები ამ დრომდე გადათხრილია, გზებზე ახალი ჩაყრილი მილებიდან წყალი მოედინება და პრობლემას როგორც მოსახლეობას, ასევე ტრანსპორტის გადაადგილებას უქმნის.
ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი დეტალებით.