ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ჩემი ხმის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოალიცია ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ იმ საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარჩელი შეიტანეს. სხდომაზე იმყოფებოდნენ ცესკო-ს წარმომადგენელი და იურისტიც. კოალიციამ სასამართლოს აუდიო-ვიდეომასალა წარუდგინა.