5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ დაიცავს.
საუბარია ტელეკომპანიების „მთავარის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“, ასევე On.ge – ს წარმომადგენლებზე. სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია ახლო მომავალში კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.