დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამართლებრივი დავის მიზეზი ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის მიერ დამტკიცებულ და უკვე ამოქმედებულ რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ რეფორმის სავალდებულო ელემენტს, რომლის მიხედვით 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეები სისტემაში ავტომატურად ერთვებიან. ისინი ვალდებულები არიან, ყოველთვე ხელფასიდან 2 % საპენსიო ფონდში გადარიცხონ. 2-2 %-ს კი სახელმწიფო და დამსაქმებელი ჩარიცხავენ.
სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში რა არგუმენტებით დაუპირისპირდება პარლამენტი მოსარჩელეებს.