სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

გახდება თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ნებაყოფლობითი ყველასთვის – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ შარშან დამტკიცებული კანონი მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს. შეგახსენებთ, რომ 40 წლამდე დასაქმებულებისთვის საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა.

რა არგუმენტაცია აქვს მოსარჩელეს და რას აცხადებენ პარლამენტში, – სანდრო ჯუფალაკიანი გაგვაცნობს.