სარჩელების განხილვა სასამართლოში

რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო სარჩელების განხილვა დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოს ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს. მათი განმარტებით, ცესკო-ს საოლქო კომისიებმა მათი მოთხოვნები უბნების გაუქმებასა და ვერიფიკაციის აპარატების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილეს და სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციას სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის იმედი არ აქვს და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას ენდობა.