საქველმოქმედო ზარები

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაცია მობილური ქსელის ოპერატორებს.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მოთხოვნით ჩატარებული კვლევის შედეგად, მარეგულირებელმა დაადგინა, რომ საქველმოქმედო ზარის ღირებულებიდან ოპერატორი კომპანიები უმეტესად იმაზე მეთ თანხას იტოვებენ, ვიდრე სერვისის მიწოდება უჯდებათ. ანუ ქველმოქმედებისთვის მოქალაქეების მიერ გაღებული თანხის ხანდახან ნახევარიც კი მობილურ კომპანიას რჩება, მაშინ როდესაც მათი სერვისის ხარჯი 10 თეთრს არ აღემატება.

სად მიდის ქველმოქმედებიდან ჩამოჭრილი თანხები და დაუპირისპირებს თუ არა აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი საკანონმდებლო რეგულაციებს – მარიამ სეთურიძე დეტალებით.