საზოგადოების დახმარება 9 წლის ნიკოლოზ ჯანელიძეს სჭირდება. ის წლებია ხერხემლის ავთვისებიან სიმსივნეს, ტერატომას ებრძვის. უკვე ჩაუტარდა 4 ურთულესი ოპერაცია ხერხემალზე, ახლა კი გადაუდებლად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა თირკმელებზე. ოპერაცია ერთ თვეში უნდა გაკეთდეს, რისთვისაც საჭიროა 60 ათასი დოლარის შეგროვება. ყველას, ვისაც აქვს ნიკოლოზის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.