საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 55 წლის რამაზ ყიფიანს სჭირდება. მას დაუდგინდა ღვიძლის სიმსივნე და ციროზი. სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, რაც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსების საშუალება და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც სურს რამაზ ყიფიანის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.