25 წლის გელა ნაროზაულს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე თვის წინ ტუბერკულოზური მენინგო-ენცეფალიტის დიაგნოზი დაუდგინდა. ამ ეტაპზე გელა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. ახალგაზრდა მამაკაცის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას, ვისაც გელა ნაროზაულის დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.