საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 25 წლის ტატო ჭელიძეს სჭირდება.

ახალგაზრდა კაცს ერთი თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის მესამე სტადია დაუდგინდა. უკვე ჩატარდა ერთი ოპერაცია. ამ ეტაპზე კი გადაუდებლად აუცილებელია შემდგომი მკურნალობა ქიმიოთერაპიით, რის შემდეგაც ასევე უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი ოპერაცია. მკურნალობის გაგრძელებისთვის აუცილებელია დიდი თანხა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას ვისაც სურს 25 წლის ტატო ჭელიძის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.