საქსტატის მონაცემები

სექტემბერში ეკონომიკური ზრდა საქართველოში 5.6 პროცენტი იყო. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით მესამე კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა საქართველოში 4 %, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 4.9 % იყო. თოდრაძის განცხადებით, ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო საქმიანობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში, რესტორნებისა და სასტუმროების მიმართულებით. ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი 25.7 %-ით გაიზარდა, იმპორტი კი – 19.1 %-ით.