საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლით ეკონომიკური ზრდა 6.9% ფიქსირდება. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, კომუნიკაციის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებმა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა და დეკემბერში მისმა მაჩვენებელმა 0.4 % შეადგინა. ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის 9 თვეში 22%-ით შემცირდა.