„საქორგაზის“ წინააღმდეგ დაფიქსირებული საჩივრების პირველადი შესწავლის შედეგები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ენერგოომბუდსმენი კომპანია საქორგაზის წინააღმდეგ დაფიქსირებული საჩივრების პირველადი შესწავლის შედეგებზე ისაუბრებს.
გორის რაიონში 987 -მა აბონენტმა მიმართა ინდივიდუალური განცხადებით ენერგოომბუდსმენის აპარატს.
190 განცხადება ხარვეზის გამო ვერ განიხილეს. ენერგოომბუდსმენმა ხარვეზებზე ისაუბრა და განუმარტა მოსახლეობას განცხადების დაწერის ფორმა.
გორის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე საეჭვოდ დარიცხულ გადასახადს აპროტესტებს და კომპანია სოკარ ჯორჯია გაზს გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს.