სოფელ ნიგოზას გაზიფიცირება დასრულდა

კასპის რაიონში სოფელ ნიგოზას გაზიფიცირება დასრულდა. ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა.

გაზსადენის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას 90 ოჯახს ექნება.