ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქმიანი ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობას ასრულებს.
საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობისა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, ავსტრიელი ექსპერტები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კონსულტაციას უწევენ.
საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და წევრ-კომპანიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქმიანი ტურიზმის სტრატეგია დეკემბრის ბოლოს მზად იქნება.