ქვეყნის მასშტაბით საქმიანი ეზოების მოწყობა გრძელდება. მიზანი ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვაა. „საქმიანი ეზოს“ მშენებლობის მიმდინარეობას სოფელ მარტყოფში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეცნო. ამ დროისთვის უკვე მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო, რომელსაც წლის ბოლომდე, 20-მდე ახალი საქმიანი ეზო დაემატება. ამ ეტაპზე სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში, ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს. ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით.