ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების სისტემის დანერგვის მიზნით, „საქმიანი ეზოების“ მოწყობა გრძელდება. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს 40 „საქმიანი ეზო“. დამატებით 17 ახალი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონში იგეგმება. სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ყუდროში გაეცნო. სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რამაც მოქალაქეებს უნდა გაუმარტიოს სათბობი შეშის შეძენა და ტრანსპორტირების მომსახურება.