მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის კიდევ სამი საქმეა აღძრული. ესენია ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, შვიდი ნოემბრის საქმე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. სამივე საქმის სასამართლო განხილვა დაწყებულია და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. მთავარ პროკურატურაში პირველად ექს-პრეზიდენტი დაკითხვაზე 2014 წლის მარტში დაიბარეს. მაშინ საგამოძიებო უწყებამ ის 10 საქმე გაასაჯაროვა, რომლებზეც სააკაშვილთან კითხვები ჰქონდათ. თუმცა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს არცერთ შემთხვევაში გამოძიებასთან არ უთანამშრომლია.
თეონა ხუბულავა შეგავხსენებს, რას ედავებიან საქართველოში მიხეილ სააკაშვილს.