ერთწლიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის. „ბრითიშ ეარვეისთან“ თანხმობა მიღწეულია.
მარტიდან თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. დაგეგმილია კვირაში ოთხი რეისის შესრულება. მგზავრებს A 321 ტიპის თვითმფრინავით გადაიყვანენ. „ბრიტანეთის ავიახაზები“ 80-მდე ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად ათეულობით მილიონ მოქალაქეს ემსახურება. თბილისის მიმართულებით ფრენები ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება.