ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დავდგეთ პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები მოჰყვება. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ვითარების დეესკალაციისთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუშაობას განაგრძობს. ელჩის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია.