საქართველოში ვიზიტს განაგრძობს მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა. ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში მაღალი რანგის სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო უსაფრთხოების ვითარებას და მოისმინა ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონოდ აღმართვის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასა და უკანონო დაკავებებს, ასევე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებსა და ინციდენტებს.