საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება

საქართველოში ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – კონკრეტულად 8 მილიონ 679 ათას 544 მოგზაური. ასეთია 2018 წლის სტატისტიკა.

წინა წელთან შედარებით, ზრდა თითქმის 10 %-ს შეადგენს. მონაცემები პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა შეაჯამეს. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ესტუმრა. 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.

საერთაშორისო კვლევითი პორტალის, „ნუმ-ბეო“-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილზე მოხვდა. ევროპაში კი მეორე ადგილზეა.