საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. სულ ასეთი 50 000-მდე ახალგაზრდაა.
პრობლემის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად სწავლის საფასურის გადაუხდელობა სახელდება.
შეიცვლება თუ არა ვითარება – განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ სქემაზე მუშაობს, რომელიც სტუდენტურ სესხებს გულისხმობს.
თავის მხრივ, გამოსავალს პრობლემიდან თავად უმაღლესი სასწავლებლებიც ეძებენ.