სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.
საქსტატის ახალი მონაცემებით, სოციალური მდგომარეობა 140 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველაზე ღარიბი მოქალაქის კატეგორიაში აღარ იქნებიან. ამ სეგმენტს ქვეყნის მოსახლეობის 11.8% შეადგენს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 15, 6% იყო. მთავრობის ეკონომიკური გუნდი სიღარიბის შემცირებას ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს უკავშირებს. ექსპერტები კი დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლის მიხედვით ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა, ანუ ყველა მოქალაქეზე თანაბრად ასახვა, ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.