პარლამენტში თემატური მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარებული ქალებისა და ბავშვების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს.
სტუმრებს მოხსენება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა თეონა აქუბარდიამ გააცნო.