საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე თსუ-ს საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. საიუბილეო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ,,მოშინაურებული მზის” ჩვენება გაიმართა, რომლის ავტორია ნინო კაკულია. პროფესორი ნოდარ ცინცაძე 88 წლის არის. ის ამჟამადაც აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას.