საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა. „მადლობა ერთგულებისთვის“ – ამ სახელწოდების ღონისძიება კოსტავას 68-ში მდებარე შენობის ერთ-ერთ უძველეს სტუდიაში ამ წუთებში იწყება, სადაც იკრიბებიან პირველი არხის სხვადასხვა თაობის თანამშრომლები, ჟურნალისტები და ტელეწამყვანები.