ქართულ საფინანსო ბაზარზე მალე მიკრო ბანკები დაიწყებენ მუშაობას.
ახალი საფინანსო ინსტიტუტის დასაფუძნებლად 10-მილიონიანი კაპიტალი საკმარისი იქნება. იზრდება სესხის ლიმიტიც. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მიიღო. მიკრო ბანკებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ სესხების გაცემასთან დაკავშირებით. მოლოდინია, რომ ბაზარზე ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ახალი შუამავალი რგოლის გაჩენა საპროცენტო განაკვეთებსაც შეამცირებს.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა პროცედურების გავლაა საჭირო მიკრო ბანკის სტატუსის მისაღებად.