საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ოთხი ახალი, საერთო ჯამში კი 13 დადასტურებული შემთხვევა – ეს საქართვლოში კორონავირუსთან დაკავშირებული ბოლო სტატისტიკაა. კარანტინის რეჟიმში 141 მოქალაქე, სტაციონარში კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 69 პირი რჩება. ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შიდა გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა, ინფიცირების წყარო, ძირითადად, იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან.

პარალელურად, ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები და სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა და „კოვიდ 19“-ის გავრცელების შეზღუდვაში მთავარი როლი სწორედ ჩვენ, მოქალაქეებს გვენიჭება.