საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარტიის წევრები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, უპრეცედენტო, გარე ჩარევის ფონზე მიმდინარეობს. პიტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხისთვისაა და გადაწყვეტილებასაც სწორედ ის იღებს. დიპლომატის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგში დიდი შეშფოთებაა, რომ 30-წლიანი პარტნიორობა, რომელიც პოტენციურად მიდის ევროკავშირის წევრობამდე, არის რისკის ქვეშ მოვლენების არსებული განვითარების გამო.