საქართველოში ევროკავშირის ელჩი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა. კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, 21 ნოემბერს ახალი უმაღლესი ფორმატით შეხვედრის გამართვაზე, მიმდინარე საკითხებსა და წინასაარჩევნო სიტუაციაზე ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ სასარგებლო იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების მხრიდან აქცენტი პროგრამებზე, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე გაკეთებულიყო. ელჩის თქმით, მისთვის უცნაურია, რომ ასე არ ხდება.
ევროკავშირის ახალმა ელჩმა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უმაღლესი ფორმატით შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მიიღებს.
სხდომას ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი წარუძღვება.