მკვეთრად გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკა ბოლო ერთ დღეში.
კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელმა მაჩვენებელმა თითქმის 1 800-ს მიაღწია, რაც იანვრის პირველი რიცხვების შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე საავადმყოფოებზე ზეწოლა იზრდება: ამ მომენტისთვის კლინიკებში დაკავებულია 3 300-მდე ადგილი: წამყვან კოვიდ-კლინიკებში ადგილები აღარ არის. ეპიდემიოლოგების მოწოდებები და პროგნოზები მძიმდება. ვარაუდობენ, რომ პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს იქნება. გაუარესებული მონაცემების გამო დამატებითი რეგულაციების ამოქმედებაა მოსალოდნელი. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. 27 აპრილიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ჩინურ „სინოფარმზე“ დარეგისტრირება. თუმცა ვაქცინას ჯანმო-ს ავტორიზაცია ჯერ ისევ არ მიუღია. მოსახლეობის გამოკითხვაც აჩვენებს, რომ მასზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.