საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის პირველი ოფიციალური შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან.
მარკ კლეიტონმა თინათინ ბერძენიშვილს პოსტზე არჩევა მიულოცა და და საქართველოს პირველ არხს წარმატებები უსურვა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მაუწყებლის სამომავლო გეგმებზე, ამოცანებზე, უკვე მიმდინარე თუ მომავალში განსახორციელებელ პროექტებსა და იმ როლზე, რომელიც საქართველოს პირველ არხს, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების გაშუქების პროცესსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მედია-სტანდარტებს, რომლებითაც არხი წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას ხელმძღვანელობს.