საქართველო ამერიკის ახალი ელჩის მოლოდინში.
თუ კონგრესისგან მხარდაჭერას მიიღებს, კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის. დიპლომატი ახლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას იკავებს. საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი გზავნილები ელჩობის კანდიდატმა სენატში გამართული მოსმენის დროს გააჟღერა. დიპლომატის მთავარი გზავნილია, რომ დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანას ევროკომისიის 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმების გატარებაში და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაში დაეხმარება. საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრის დროს იყო განცხადებები გარკვეულ შემაშფოთებელ მოვლენებზეც.
ანა ბროლაძე გვეტყვის, რა პრიორიტეტებით აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტში 31-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე დანიგანი საქართველოში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობას და რა მოლოდინი აქვს პოლიტიკურ სპექტრს.