რუსეთის პროტესტი საქართველოში ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯეველინის“ შესაძლო შეძენის საკითხზე
საქართველოს მიერ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯეველინის შესაძლო შეძენაში კრემლი საფრთხეებს ხედავს. ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, ეს საფრთხე თავად საქართველოს ექმნება. თუმცა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არგუმენტებს ვერ ხედავენ თბილისში. ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით რეგიონში უარყოფით შედეგს არც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ელოდება.
ლიკა ალელიშვილი თემის დეტალებით.