საქართველოში 5G მომსახურება ინერგება.
ქართულმა მობილურმა ოპერატორმა „სელფი მობაილმა“ „ნოკიასთან“ 5G ქსელის დანერგვაზე ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, „ნოკია“ არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება. საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე თვეში გამოაცხადა. ამჟამად, საქართველოში მობილურ ინტერნეტს სულ 3 მილიონ 200 ათასი აბონენტი მოიხმარს.