საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს
დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ისრაელთან, სპორტკოპლექს ოლიმპიკის აუზზე ჩაატარებს. საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩამდე ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე წარადგინა. საპასუხო მატჩი ისრაელში 3 მარტს გაიმართება.
პლეი-ოფის გამარჯვებული ნაკრები ივნისში ბარსელონაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორჯერ – 2014 და 2016 წლებში ითამაშა. საქართველოსა და ისრაელის წყალბურთელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 18:30-ზე, “მოამბის” დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.