საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს

დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ისრაელთან, სპორტკოპლექს ოლიმპიკის აუზზე ჩაატარებს. საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩამდე ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე წარადგინა. საპასუხო მატჩი ისრაელში 3 მარტს გაიმართება.

პლეი-ოფის გამარჯვებული ნაკრები ივნისში ბარსელონაში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორჯერ – 2014 და 2016 წლებში ითამაშა. საქართველოსა და ისრაელის წყალბურთელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 18:30-ზე, “მოამბის” დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.