„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული

საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ოთხ ფინალისტს შორის გამარჯვებული გამოვლენილია. კონკურსანტთან ერთად, ხალხმა აირჩია სიმღერაც, რომელსაც მეგაპროექტის რჩეული ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში შეასრულებს. ეს არის რომან გიორგაძის სიმღერა „სულ წინ იარე“ .

პირველად ქართულ პროექტებში სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და „ფეისბუქის“ საშუალებით მიცემული ხმების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

ფინალურ ტურში მეგაპროექტის ფინალისტებმა სიმღერები თავად შეარჩიეს. კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს.