სადავო კანონის საწინააღმდეგო აქციებს უერთდებიან სტუდენტები.
გაიფიცა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორების ნაწილიც. კანონის უკან გაწვევის მოთხოვნით ახალგაზრდები რამდენიმე დღეა, საპროტესტო მსვლელობებს აწყობენ. ვნებათაღელვა მოჰყვა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლის ხელმომწერები ლექტორებს აუდიტორიებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს – ასეთია განცხადების მთავარი გზავნილი. ხელმომწერებს შორის არაა 10 უნივერსიტეტი, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. განცხადებას შეუერთდა კავკასიის უნივერსიტეტიც, თუმცა მოგვიანებით სასწავლებლის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ხელმოწერა გაუქმდა.