ერთი წელი შეაჯამა თავდაცვის მინისტრმა. განსაკუთრებით გამოიყო პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცების განსკუთრებული როლი და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სამხედროების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მიიღეს. ეს პროცესი 2021 წელს გაგრძელდება. მომავალი წლის პრიორიტეტებს შორის დასახელდა ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობის შეძენა. დაგეგმილია თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატების და ჯაველინების დამატებითი პარტიის შესყიდვა. თავდაცვის უწყება 2021 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებასაც.